დაარქვით კომპანიას Apple Computer და მომენტალურად მიიღებთ სრულიად პროგნოზირებად რეაქციას კომპანია Apple Records-ისაგან — სასამართლო პროცესს. რათქმაუნდა, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, შეიძლება დაარწმუნო მომჩივანი, რომ არასოდეს შედგამ ფეხს მუსიკალურ სამყაროში. და ყველაფერი კარგად იქნებოდა, საქმეში MIDI-ინტერფეისი რომ არ გარეულიყო, რომელიც ასე საჭიროა.
ვინაიდან MIDI-ინტერფეისი სრულიად შესაძლებელია, რომ გახდეს გარკვეული ხიდურა მუსიკალურ ინდუსტრიასთან, Apple Records-ის მეორე სარჩელიც მალე გაჩნდა. თუმცა პრობლემა კვლავ ფულის გარკვეული ოდენობის გადახდის შემდეგ მოგვარდა.
თუმცა Apple-მა გარკვეული სახით, სასამართლო პროცესი წააგო, Mac-მომხმარებლებისათვის ამას დადებითი შედეგი ჰქონდა. სასამართლო დავების ფონზე ჯიმ რიკსი ერთ-ერთი სისტემური ხმის სახელს ცვლის xylophone-იდან sosume-ზე. და მართალია ჯიმი ამტკიცებდა, რომ ეს იაპონური ენის ერთ-ერთ დიალექტზე რაღაცას ნიშნავდა, ხუმრობა ყველამ სწორად აღიქვა: sosume წარმოითქმის ისევე, როგორც so sue me — „მიდი აბა, მიჩივლე“.
სასამართლო სარჩელი, რომლის დამსახურებითაც გაჩნდა sosume, Apple-ის წინააღმდეგ წარდგენილი იყო 1989 წლის 28 თებერვალს.