მიმოხილვა 

Refurbished in China: საიდან ჩნდება აღდგენილი iPhone-ები, ანუ რატომ ფუჭდება საქართველოში შეძენილი აპარატები ხშირად

თუ თქვენ მიზეზთა გამო ეკონომიას აკეთებთ და iPhone-ს საეჭვო წარმოშობის, არაავტორიზირებულ ადგილებში ყიდულობთ და არა ოფიციალურ რესელერებთან, დაბეჯითებით გირჩევთ წაიკითხოთ ეს სტატია. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ ნაყიდი პროდუქტი არის არა ახალი, არამედ კუსტარულ სახელოსნოში აღდგენილი ეგზემპლარი. ამის გარდა, ჩინელი ოსტატების მეცადინეობით კონტრაფაქტული საქონელის გარცევა ნამდვილისაგან არცთუ ისე ადვილია.

ჩინურმა ტექნოლოგიურმა საიტმა ITHome.com გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დაზიანებული ან მეორადი iPhone-ების აღდგენის პროცესი. ამ ტელეფონების უმეტესობას დაზიანებები გააჩნიათ (გატეხილი ეკრანი, წყალში დასველებული დედა-პლატა და ა.შ.), თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მოხმარებისათვის პრაქტიკულად უვარგისი აპარატი კვლავ ახალივით ხდება და იგზავნება ნაცრისფერ ბაზარზე ხელახალი გაყიდვისათვის.

სახელოსნოები გატენილია ყველა სახის სათადარიგო ნაწილებით iPhone-ისათვის, სამრეწველო მაშტაბებით ხდება დაზიანებული აპარატების საჭირო რემოტნტი. თუმცა, პროცესი ამით არ მთავრდება. სპეციალისტები ათავსებენ აღდგენილ პროდუქტებს ყუთებში, რომლებიც ორიგინალისაგან არაფრით განსხვავდება და ტელეფონის ეკრანებზეც აკარავენ დამცავ ფირს, ხოლო კოლოფებზე — Apple-ის პროდუქტების სერიულ ნომრებს.

ვინაიდან გასაღების ბაზარი ძირითადად ისევ ჩინეთია, სადაც ყველაზე მოთხოვნადი მოდელები iPhone 4 და iPhone 4s გახლავთ, სწორედ ამ მოდელებზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი. თუმცა ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ შედარებით ახალი მოდელებიც ბლომადაა წარმოდგენილი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ხელში აიღებთ ასეთ აპარატს, დიდი ალბათობით ვერაფრით ვერ განასხვავებთ მას ორიგინალისაგან. ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ ისარგებლოთ მხოლოდ ოფიციალური რესელერების მომსახურებით.

P.S. სტატია ნათარგმნია უცხოური რესურსიდან. შესაბამისად იქ, სრულიად ლოგიკურია მკითხველისათვის მიცემული რჩევა, შეიძინონ iPhone მხოლოდ ოფიცილაურ რესელერთან. საქართველოში Apple-ის ყველა პროდუქტი იყიდება ოფიციალური რესელერების არხებით, გარდა iPhone-ისა. შესაბამისად არსებობს ლოგიკური დასკვნა: საქართველოში არ უნდა შეიძინოთ iPhone. არცერთ მაღაზიაში!

წყარო: iphoneincanada.cakotaku.com via ithome.com

Related posts

  • Mixosa Berulava

    5s xom ar yidis vinme?