ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 27 თებერვალი

70views

ჯიბის პერსონალური კომპიუტერების ხანა ნაკლებად ცნობილი „ნიუტონით“ იწყება. ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ მოწყობილობამ შეიტანა არცთუ ისე მცირე წვლილი iPhone-ისა და iPad-ის მომავალში. სხვათაშორის, „ნიუტონს“ ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავდა, რაც კიდევ უფრო უცნაური ფაქტია, ვიდრე საერთოდ ამ მოწყობილობის იმ დროს არსებობა.

ამ მოწყობილობის ბედი არ იყო ადვილი. ჯონ სკალის საყვარელი სათამაშო Apple-ისთვის მძიმე ასატანი იყო ფინანსურად, 90-იან წლებში. იმ წლებში, როდესაც კომპანიას ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა.

როდესაც პროდუქტის ბაზარზე გამშვების დრო მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ის იმდენად ინოვაციური იყო, რომ ბაზარი უბრალოდ არ იყო მზად მის მისაღებად. მომხმარებლები ნიუტონს სათამაშოსავით აღიქვამდნენ: მათ არ ესმოდათ, როგორ და რაში შეიძლებოდა მისი გამოყენება.

სტივ ჯობსმა, რომელიც კომპანიაში 1997 წელს დაბრუნდა, აითვალწუნა ნიუტონი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „ნიუტონის“ ქვეგანყოფილება ცალკე, შვილობილ კომპანიად ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით საერთოდ დაიხურა.

ჯიბის კომპიუტერების შექმნის პირველი მცდელობა კუპერტინოში 1998 წლის 27 თებერვალს დასრულდა.

Comments

comments

Leave a Response