არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უკიდურესად იყო სტივ ჯობსი ესთეტიკით შეპყრობილი. არცერთი პროდუქტისადმი სტივი არ იჩენდა გულგრილობას: ეს ეხება როგორც ტექნიკურ ნაწილს, ასევე გარეგან სახესა და მარკეტინგს. ერთ-ერთი ყველა ნათელი მაგალითი ამისა გახლავთ შემთხვევა, რომელიც პირველ Mac-თან არის დაკავშირებული.
პირველი Mac-ის დიზაინი მრავალჯერ შეიცვალა. ამ ცვლილებების უმეტესობა ბოლო მომენტში დაემატა პროექტს. როდესაც ვინმე ცდილობდა სტივის გადარწმუნებას და იმის თქმას, რომ „ეს არ იქნება კარგი“, სტივი მტკიცედ პასუხობდა:
მე მინდა ეს ვნახო!
რათქმაუნდა, სტივთან შემდგომი კამათი არა მარტო უსარგებლო იყო, არამედ საშიშიც. თუმცა ყველა გადაკეთებამ საბოლოო ჯამში გაამართლა და მათაც კი, ვინც დასცინოდა სტივის აკვიატებულ იდეებს, აღიარეს მისი ხედვა. სტივის ჰქონდა საამაყოდ საქმე.
საბოლოო დიზაინი პირველმა Mac-მა 1982 წლის 26 თებერვალს მიიღო. ამ დღეს საპროექტო ჯგუფის ყველა წევრმა მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს.