სმარტფონები ფეთქდება. აღმოჩნდა რომ არც ისე იშვიათად. სტაბილურად, თვეში ერთხელ, რომელიმე წამყვანი მწარმოებლის ტელეფონი თვითაალდება და წყვეტს სიცოცხლეს. ამჯერად არ გაუმართლა iPhone 5s-ის მფლობელს.
მომხმარებელმა მიაწოდა ერთ-ერთ ბლოგს ფოტო თავისი აფეთქებული მოწყობილობის და მისი ახსნით, ყველანაირი ჩარევის გარეშე მოხდა აალება. ძირითად შემთხვევებში ეჭვს ბადებს ის ფაქტი რომ შესაძლებელია მოწყობილობის აალება მოხდეს თავისით, ამის გამომწვევი არის მომხმარებლის ხელოვნური ჩარევა, ან მინიმუმ დენის წყაროსთან მიერთება აკუმულატორის დატენვის მიზნით. კერძოდ ეს მომხმარებელი აცხადებს რომ დენის წყაროსთანაც კი არ იყო მიერთებული მისი ტელეფონი.
iPhone-ის აალება როდესაც დაიწყო, აკუმულატორი გამოიბერა იმ დონეზე რომ მან მოახერხა ტელეფონის გახსნა და აკუმულატორის მოხსნა. ეს ფაქტი კიდევ ეჭვს ბადებს, რადგან როგორც კომენტარებში აღნიშნეს, პრაქტიკულად შეუძლებელია გაცხელებული ტელეფონის ხელით გახსნა და აკუმულატორის მოხსნა სპეციალური სახრახნის გარეშე. ეს სახრახნი იქვე აღმოაჩნდა ამ მომხმარებელს, რადგან მისი თქმით ის “კომპიუტერებთან” მუშაობს.
ამ ისტორიამ ძირითადად კრიტიკა გამოიწვია და დიდი ვარაუდით ამ მომხმარებელს თავისუფლად შეეძლო შეგნებულად გამოეწვია ეს ყველაფერი.