ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 25 თებერვალი

42views

თუ თქვენ მსხვილი კორპორაციის თანამშრომელი ხართ და ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტის კაბინეტში დაგიბარებენ, ესე იგი რაღაც ისე ვერ არის. დაწინაურების, ან სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში კადრების განყოფლებაც სრულიად საკმარისი იქნებოდა. თუმცა, როგორც ცნობილია, ყველა წესს აქვს თავისი გამონაკლისი.

ერთი წესი კი მუშაობს 100%-იანად: თუ თქვენ Apple-ის პრეზიდენტის კაბინეტში აღმოჩნდით „შავ ოთხშაბათს“, თქვენი საქმე წასულია.

და აი ერთხელაც, ასეთ „შავ ოთხშაბათს“ მაიკ სკოტმა, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის პოსტი ეკავა, გადაწყვიტა წმენდა ჩაეტარებინა Apple II-ის პროექტში. მაიკი რიგ-რიგობით იძახებდა თავისთან და სამსახურიდან ათავისუფლებდა თანამშრომლებს, რომლებიც, მისი აზრით, კომპანიას ზედმეტ ტვირთად აწვა. სულ ოცდაატი ადამიანი გაუშვეს იმ დღეს.

სადილის შემდეგ, იმავე დღეს, სკოტმა კომპანიის შიდა ეზოში ლუდის კასრი გამოაგორა და დარჩენილ თანამშრომლებს გამოუცხადა თავისი მოტივებისა და მომავალი გეგმების შესახებ:

ერთხელ მე ვთქვი, რომ როგორც კი Apple-ის მართვა სიამოვნებას აღარ მომანიჭებს, მე წავიდოდი კომპანიიდან. მაგრამ მე გადავიფიქრე. ახლა, როდესაც სიამოვნებას ვეღავ ვღებულობ, მე გავაგდებ სამსახურიდან ხალხს მანამ, სანამ კვლავ არ მივიღებ სიამოვნებას მართვისაგან.

თავის თავისთვის სუბედუროდ, სკოტმა იმავე დღეს თავისი თავიც გააგდო სამსახურიდან. მაიკ მარკულამ, რომელიც ფრიად უკმაყოფილო დარჩა ამ წმენდით, რამდენიმე დღეში მაიკი ჩამოაშორა ყველანაირ თანამდებობას, ხოლო შემდეგ საერთოდ აიძულა, რომ წასულიყო კომპანიიდან.

ასეთი უცნაური გზით აპირებდა მაიკ სკოტი მართვის სიამოვნების დაბრუნებას 1981 წლის 25 თებერვალს.

Comments

comments

Leave a Response