ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 21 თებერვალი

34views

სარეკლამო სააგენტო Chiat\Day და სტივ ჯობსი ძმები თუ არა, ძალიან ახლობელი ნათესავები მაინც იყვენენ: Apple-ის დამფუძნებელი ამ სააგენტოს მომსახურებით ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში სარგებლობდა და არ უნდოდა რაიმეს შეცვლა. საიდან ასეთი ერთგულება? მარტივია: Chiat\Day-ში დაიწყო Apple-ის სარეკლამო სიცოცხლე. მეტიც, ეს სააგენტო იყო პირველი, რომელმაც ირწმუნდა კუპერტინოელი პარტნიორის შესაძლებლობები.

სტივ ჯობს ჯერ Apple I-ზე არ ჰქონდა მუშაობა დასრულებული, რომ ის მიხვდა: საჭირო იყო ვინმე, ვინც პროდუქციის რეკლამას აიღებდა თავის თავზე. სტივის არჩევანი Regis McKenna-ზე შეჩერდა. ამ სააგენტოს უარის ტქმა უნდოდა Apple-ისათვის, მაგრამ გეგმებში Byte Shop ჩაერია. მაღაზიათა ამ საცალო ქსელმა გაიგო Apple II-ის შესახებ და გადაწყვიტა შანსი მიეცა ახალბედა კომპანიისათვის. Regis McKenna-მ უარი ვეღარ თქვა ამ შემოთავაზებაზე.

80-იანი წლების დასაწყისში Chiat\Day ყურადღება მიაქცია სილიციუმის ველს და იქ განთავსებულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. თუმცა Regis McKenna-ს შიშით იქ ცხვირს სხვა სარეკლამო კომპანია ვერ შეყოფდა. Chiat\Day-ში ძალიან მარტივად მიქცნენ: 1981 წლის 21 თებერვალს მთლიანად იყიდეს Regis McKenna და შესაბამისად ყველა მისი კლიენტი.

Comments

comments

Leave a Response