იაფი პერსონალური კომპიუტერის შქმნის იდეა კუპერტინოში პირველად ჯეფ რასკინს მოუვიდა თავში. სწორედ ის გახდა Macintosh-ის პროექტის წამომწყები 70-იანი წლების მიწურულს. ეს ინიციატივა ფრიად მოეწონა მაიკ მარკულას, რომელმაც შეკრიბა რა დეველოპერების მცირე გუნდი, შეუდგა მუშაობას.
მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისისათვის სიტუაცია Apple-ში შეიცვალა. ჯეფ რასკინი განაგრძობდა Macintoish-ზე მუშაობას, ხოლო სტივ ჯობსი კამათობდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ამ უკანანსკნელთ გადაწყვიტეს ეშმაკობა ეხმარათ: სტივ ჯობსი დაითხოვეს Lisa-ს პროექტიდან და ჯეფ რასკინთან გადაიყვანეს სამუშაოდ.
თავიდან ყველა ბედნიერი იყო: Apple-ის მმართველობა, რომელმაც როგორც იქნა იგრძნო თავისუფლება და წყანარად განაგრძო Lisa-ზე მუშაობა, სტივ ჯობსიც, რომელიც უსაქმოდ არ დარჩენილა და ჯეფ რასკინიც, რომელმაც დაიჯერა, რომ მის პროექტს არასოდეს დახურავდნენ.
ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯეფი და სტივი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს ერთ პროექტში. პირველი თვლიდა, რომ სტივ ჯობსი ძვრება იქ, სადაც არ სთხოვენ, ხოლო სტივი თვლიდა, რომ მის გარდა არავინ არ იცის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს Mac.
შედეგად, ჯეფ რასკინმა ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას და მოხსენებითი ბარათი დაწერა ჯობსის სახელზე. ის წერდა, რომ სტივი რეგულარულად აცდენდა თათბირებს; რომ ის მოქმედებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ; რომ ის მუდამ ყველას აწყვეტინებს სიტყვას და არავის არ უსმენს; რომ ჯობსი უვარგისი მენეჯერია და ა.შ
რათქმაუნდა, ეს ყველაფერი სიმართლე იყო. მაგრამ ვინაიდან ეს ეხებოდა კომპანიის დამფუძნებელს, რასკინს შეეძლო დაევიწყებინა ბედნიერი ცხოვრება. სხვათაშორის, უმაღლესი ხელმძღვანელობა არ ჩქარობდა ჯობსის პროექტიდან გაწვევას.
რასკინის კარიერის საკითხი Apple-ში 1981 წლის 19 თებერვალს გადაწყდა, როდესაც მან მოხსენებითი ბარათი დაწერა ჯობსის სახელზე.