ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 18 თებერვალი

თუ კომპიუტერი Apple I ოდესმე რევოლუციური პროდუქტი იყო, მისი მნიშვნელობის შეფასება ბვერს არ შეეძლო. უფრო მეტიც, ამ კომპიუტერზე დიდი მოთხოვნილება არასოდეს ყოფილა მომხმარებელთა შორის. მხოლოდ ენთუზიასტების შეეძლოთ მისი შეძენა.

მიზეზები ცხადია: გაყიდვების პერიოდში Apple I-ს კომპიუტერსაც კი ვერ დავარქმევდით. ეს უფრო კონსტრუქტორი იყო. თანაც მრავალი კომპონენტი, მათ შორის კვების ბლოკი, ცალკე უნდა გეყიდათ.

რათქმაუნდა, ცხადი იყო გამზადებული და სრულფასოვანი კომპიუტერის აუცილებლობა. და სტივ ვოზნიაკი კვლავ დაიწყო მუშაობა. ასე დაიბადა Apple II. ორი სტივი იმწუთას მიხვდა: მათ ხელში აღმოჩნდა მთელი კომპიუტერული ინდუსტრიის მომავალი.

ორ გენიოსს ინტუიციამ არ უღალატა. პირველი ხუთი წლის განმავლობაში Apple II იყიდებოდა ყველა PC-ზე უკეთ, ხოლო 1987 წლამდე Macintosh-საც კი არ შეეძლო მისი გადასწრება.

Apple II-ის შექმნისათვის სტივ ვოზნიაკმა მრავალი ჯილდო და პრემია მიიღო, თუმცა ყველაზე პრესტიჟული — ინჟინერთა ეროვნული აკადემიის აღიარება — მხოლოდ 2002 წლის 18 თებერვალს.

Related posts