Apple-ი და Samsung-ი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს სასამართლოში. ერთ-ერთ წინა პოსტში ჩვენ ავღნიშეთ რომ შესაძლოა სასამართლოს გარეთ მოგვარდეს ამ ორ კომპანიას შორის დაპირისპირება, თუმცა აღმოჩდა რომ დაგეგმილ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
იყო მოლოდინი რომ ტიმ კუკის და ოუ იუნ კვონის შეხვედრის შემდეგ შეწყდებოდა საკმაოდ გრძელი სერია სასამართლო პროცესების. საბოლოოდ, აშშ-ში შესახვედრად არა CEO, არამედ მხოლოდ მობილური განყოფილების დირექტორი ჯეი კა შინი ჩავიდა. მისი ვიზიტი არ გახმაურებულა, შესაბამისად შეხვედრის დეტალებიც უცნობია. ერთადერთი ცობილია რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდი არ შედგა, რაც სავარაუდოს ხდის იმას რომ მარტში მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.