ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 17 თებერვალი

26views

Mac-პროექტში ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მაგრამ მთელი გუნდიდან ყველაზე კარგად პროგრამულ უზრუნველყოფაში ენდი ჰერცფილდი ერკვეოდა. სხვათაშორის, ამ პროექტში ენდი ფრიად უცნაური გზით მოხვდა.

თავიდან ენდი ჰერცფილდი მუშაობდა Apple II-ის პროექტში. ყველაფერი კარგად იყო მანამდე, სანამ მაიკ სკოტმა, ეპლის მაშინდელმა პრეზიდენტმა არ დაიწყო თანამშრომელთა მასიური დათხოვნა სამსახურიდან. აი აქ ჰერცფილდი შეშფოთდა: როგორც კოლეგების მომავალ ბედ-იღბალზე, ასევე საკუთარზეც.

მაიკლ სკოტმა გადაწყვიტა გასაუბრებოდა ენდის და გაეგო მისგან კომპანიის მომავლის ხედვის შესახებ. ასევე ამ საუბრით მას იმის გაგება სურდა, თუ როგორ მოქცეულიყო მიმდინარე მოვლენებში. ჰერცფილდმა სკოტს მოუყვა იმის შესახებ, რომ Mac-ის გუნდს საქმეები Apple II-ის გუნდზე უკეთ გამოსდიოდა.

ოდნავ მოგვიანებით ჰერცფილდს საუბარი ჰქონდა სტივ ჯობსთან, რომელიც მომავალი პერსპექტივების საქმის კურსში იყო აგრეთვე. ენდი კვლავ დაუბრინდა Apple II-ზე მუშაობას, თუმცა იმ იმედით, რომ ოდესმე შეძლებდა Mac-ის პროექტზე მუშაობას.

და აი, ენდი დასჭირდა სტივ ჯობსს და მის გუნდს. ჰერცფილდს სურდა დაესრულებინა მუშაობა ძველ პროექტზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადასულიყო Mac-გუნდში. მაგრამ სტივს არ შეეძლო და არ სურდა ლოდინი. ჯობსმა ენდის კომპიუტერის კაბელი დენიდან გამოაძრო და პირადად გააცილა ჰერცფილდი ახალ ოფისში.

ენდი ჰერცფილდმა ახალი ოფისის ზღურბლს პირველად გადააბიჯა და შეუერთდა Mac-გუნდს 1981 წლის 17 თებერვალს.

Comments

comments

Leave a Response