ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1942 წლის 16 თებერვალი

47views

როგორღაც ისტორიულად ისე შედგა, რომ როგორც კი საუბარი იწყება ეპლის არსებობის პირველ წლებზე, საუბრობენ მხოლოდ სტივ ჯობსზე და სტივ ვოზნიაკზე. თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ სრულად არა. ბევრს ავიწყდება კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც გულზე ხელის დადებით რომ ვთქვათ, „ვაშლის“ კომპანია დიდ ასპარესზე გამოიყვანა. საუბარი მაიკ მარკულაზე.

ქონება მაიკ მარკულამ Intel-ის აქციებზე იშოვნა. და 38 წლის ასაკში უკვე იმხელა ქონების პატრონი გახდა, რომ სრულიად თავისუფლად შეეძლო პენსიაში გასვლა და დარჩენილი წლების უდარდელად გატარება. მაგრამ ჩვენდა და ეპლის საბედნიეროდ, მან სხვა გზა ირჩია. იფრო სწორედ, თავიდან მაიკმა გადაწყვიტა ცოტა დაესვენა, მაგრამ რამდენიმე თვიანი დასვენების შემდეგ ის დაიღალა უსაქმურობით და მიხვდა, რომ საქმის გარეშე ყოფნა მას არ შეეძლო.

აქ სცენაზე გამოდის ორი სტივი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი  იდეის გაქაჩვას პერსონალური კომპიუტერებტან დაკავშირებით. მარკულამ თავიდანვე აქციების 30% გამოისყიდა, შეიმუშავა ბიზნეს-გეგმის პირველი ვერსია და დაიკავა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ასე დაიწყო ეპლის ისტორია.

მაიკ მარკულა 1942 წლის 16 თებერვალს დაიბადა. დაბ. დღეს გილოცავთ, მაიკ!

Comments

comments

Leave a Response