ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 15 თებერვალი

37views

Mac-მომხმარებლებს დიდხანს ეხსომებათ 2005 წლის 30 აპრილი. ეს იყო დღე, როდესაც შედგა Mac OS X 10.4-ის, იგივე Tiger, ოფიციალური წარდგენა. მაგრამ კუპერტინოსთვის ეს არ იყო პირველი „ვეფხვი“.

ეს პატივი წილად ხვდა Apple II-თავსებად კომპიუტერს, რომელიც აღჭურვილი იყო 128 კბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, PS/2-პორტით და აგრეთვე აუდიო და ვიდეო RCA-გასართით. ამის გარდა, ეს იყო პირველი მანქანა Apple II-სერიიდან, რომელიც კითხულობდა ლენტური კარტრიჯებიდან. თუმცა, კომპიუტერს გააჩნდა გარკვეული პრობლემები წარმადობასთან. ამის მიზეზი იყო პროცესორი 65C02, რომელიც 1 მეგაჰერც სიხშირეზე მუშაობდა.

ეს მანქანები, მიუხედავად საცალო ფასისა 149,99 დოლარი, დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდნენ. კომპიუტერი საამაყოდ ატარებდა სახელს Tiger Learning Computer და განკუთვნილი იყო საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

ამ კომპიუტერის პრეზენტაცია 1997 წლის 15 თებერვალს მოხდა.

Comments

comments

Leave a Response