ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ Mac OS (ახლა OS X-ს რომ ვეძახით) Intel-ზე სრულ აბსურდათ ჩაითვლებოდა, მეტიც, დღესაც მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამ კავშირს არაბუნებრივად თვლის. მაგრამ 2005 წელს Apple უკვე სერიოზულად განიხილავდა კონკურენტ პლათფორმაზე საკუთარი სისტემის გამოშვებას. სინამდვილეში ასეთი შესაძლებლობა სულ პირველი Mac-ის გამოშვებისასაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ პრაქტიკულ ნაბიჯებამდე არ მივიდნენ.
ასეთი აუცილებლობა გაჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ნათელი გახდა, რომ Mac OS 7-ს უბრალოდ არ ძალუძს Microsoft-ის პროდუქტების გავრცელება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სანამ Apple-ს კარგი ჭიტლაყი არ მოხვდება, მანამ არ იწყებს საჭირო მიმართულებით მოძრაობას.
ჭიტლაყისათვის მადლობა Novell-ს, რომელმაც შექმნა საოპერაციო სისტემა DR-DOS და გადაწყვიტა მისთვის გრაფიკული ინტერფეისის დამატება. ასე, ნელ-ნელა ისინი მივიდნენ იქამდე, რომ კუპერტინოელებს შესთავაზეს Mac OS-ის Intel-ვერსიის შექმნა.
ამ პროექტმა სახელად Star Trek მიიღო და საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, მანამ, სანამ Microsoft-მა თავის მხარეზე პროექტის ხელმძღვანელი, როჯერ ჰეინენი არ გადაიბირა. ამ გადასვლის გამო პროექტზე მუშაობა რაღაც დროის შემდეგ შეჩერდა. შედეგად Star Trek-ის ინჯინრები სხვა პროექტებში გადაიყვანეს, ხოლო თვითონ პროექტი, მაიკლ შპინდლერის ბრძანებით სულაც დახურეს.
Apple-ისა Novell-ის ხელმძღვანელების შეხვედრა, რომლემაც ამ ისტორიას დაუდო საფუძველი, 1992 წლის 14 თებერვალს შედგა.