როგორი გენიაც არ უნდა ყოფილიყო სტივ ჯობსი, ის მაინც ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ადამიანი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შეცდომები. რათქმაუნდა, ის ბევრ შეცდომას არ უშვებდა, მაგრამ ყოველი შეცდომა ფრიად სავალალო შედეგებით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა იყო Apple-ში ჯონ სკალის მოწვევა.
ოდესღაც ჯონ სკალი Pepsi-Cola-ში მუშაობდა. მაგრამ როგორც სხვა მრავალი მის ადგილზე, ის დათანხმდა სტივ ჯობსის შემოთავაზებას.
შედეგად, 1983 წელს ჯონ სკალი მოვიდა Apple-ში. იმ მომენტისათვის, მის წინაშე იდგა ამოცანა მაქსიმალურად გამოეყენებინა ყველა მარკეტინგული ცოდნა, რათა Apple ნამდვილი ლიდერი გამხდარიყო პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე.
1985 წელს ჯონ სკალი სტივ ჯობსის ადგილს იკავებს. მიზეზი ამისა გახდა კომპანიის ისტორიაში პირველი ფინანსური კვარტალი, რომელიც ზარალით დასრულდა. დირექტორთა საბჭოს აზრით, დამნაშავე სტივ ჯობსი იყო.
სტივი კომპანიიდან დაითხოვეს, მაგრამ ის არ დანებდა. მან საკუთარი კომპანიის დაფიძნება გადაწყვიტა — NeXT-ის. ამისათვის 1986 წლის 13 თებერვალს ჯობსმა Apple-ის ყველა აქცია გაყიდა, მხოლოდ ერთი, სიმბოლური დაიტოვა.