ყველანი ვყოფილვართ სიტუაციაში როდესაც ვესწრებით შეხვედრას და გვინდა რომ ჩვენ მაკბუქს ჩავუწიოთ ხმას. ვაჭერთ ხმის ჩაწევის ღილაკს F11-ს თუმცა მას თან ახლავს pop pop pop ხმაც, ჩაწევის პროცესის დროს.
თუ ეს ხმა დისკომფორტს გიქმნით გარკვეულ სიტუაციებში და ფიქრობთ რომ საერთოდ გამორთავდით, ამის გაკეტება OS X Mavericks-ში საკმაოდ მარტივია:
გახსენით System Preferences და დააჭირეთ Sound-ის ნიშანს. Sound effects ჩანართში მოძებნეთ “Play feedback when volume is changed” და მოხსენით მონიშვნა.
არსებობს მეორე მეთოდიც რომლითაც შესაძლებელია დროებით გაჩუმება ამ ხმის. ხმის ჩაწევის ღილაკთან ერთად დააჭირეთ shift ღილაკს.