როდესაც 2005 წელს სტივ ჯობსმა, Apple-ის ხელმძღვანელმა გამოაცხადა PowerPC-პლათფორმიდან Intel-პლათფრომაზე გადასვლა, ცოტას თუ გაახსენდა, რომ ეს არ იყო პირველი გადასვლა. მაგრამ იმის გასაგებად, თუ რაზე იყო საუბარი, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ 80-იან წლებში.
სტივ ჯობსი ეს-ესაა დაემშვიდობა სამსახურს კუპერტინოში და გადაწყვიტა ყველაფერი თავიდან დაეწყო, ყველა შეცდომის გათვალისწინებით, თავის ახალ კომპანიაში NeXT.
უკვე 90-იანი წლების დასაწყისისათვის ახალმა კომპანიამ პირველი შედეგები მოიტანა. ეს შედეგი გახდლათ მძლავრი სამუშაო სადგურები, რომლებმაც შესანიშნავი გამოხმაურება მიიღეს მედიაში, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, მომხმარებლები დიდად არ წყალობდნენ მათ.
საქმე „მოუხერხებელ“ საოპერაციო სისტემაში იყო, რომელიც მომხმარებლებისაგან მოითხოვდა არცთუ ისე მცირე ძალისხმევას. თანაც ეს ძალისხმევა საჭირო იყო არა უბრალოდ სამუშაოდ, არამედ იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ის.
სტივ ჯობსი არ ელოდა სიტუაციის ასეთ შემობრუნებას. NeXT-ის ყველა ქვეგანყოფილება, რომელიც კომპიუტერებით იყო დაკავებული, დაშალეს და სამსახურიდან გაუშვეს. ყველა სამრეწველო სიმძლავრე გაყიდეს (Canon-მა შეიძინა), ხოლო NeXT-მა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვება დაიწყო. და ეს პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ x86-პლათფრომისათვის იყო.
განცხადება ამ ცვლილებების შესახებ სტივ ჯობსმა 1993 წლის 12 თებერვალს გააკეთა.