არაფერს ისე არ შეუძლია გვიჩვენოს Apple-ის ოსტატობა გამოიგონოს რაიმე ახალი და ამავდროულად ხელიდან გაუშვას შესაზლებლობა, როგორც Newton-ს. სწორედ Apple-მა შექმნა ეს ბაზარი, მაგრამ როდესაც ის გაიზარდა და სერიოზული ბიზნესის სახე მიიღო, ერთი ხილის კომპანია ჩამოშორდა მას. რათქმაუნდა, მაშინ კუპერტინოში სიტუაცია დაძაბული იყო, თუმცა ეს არ არის საბაბი პრობლემების მსგავსი სახით გადაჭრისა.
მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ არა იმდენად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შესახებ, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა Newton. დრეს ცოტას თუ ახსოვს, რომ მაშინ დეველოპერების წინაშე რთული ამოცანა იდგა: ახალი ულტრაპორტატული მოწყობილობის შექმნა. მუშაობა მათ ორი მიმართულებით დაიწყეს: Newton და Newton+.
მუშაობის პერიოდში პროექტის ხელმძღვანელობა სულ უფრო და უფრო იხრებოდა იმისკენ, რომ საბოლოო ვარიანტი დაფუძნებული ყოფილიყო Newton+-ის ბაზაზე, რომელიც ფაქტიურად სრული ზომის პლანშეტური კომპიუტერი გახლდათ. აი ფასი კი იკბინებოდა — 5000 დოლარი.
მაგრამ პროექტის ბედი გადაწყვიტა ერთმა რიგირთმა ინჟინერმა, მაიკლ ტკაომ, რომელიც გამარტივებულ ვერსიაზე მუშაობდა. მან გადაწყვიტა პირდაპირ მიემართა უშუალოდ ჯონ სკალისათვის, რომელიც იმ დროს Apple-ის ხელმძღვანელი გახლდათ. ტკაომ თავისი ვარიანტები აჩვენა შეფს, არგუმენტირებულად აუხსნა, რომ Newton უფრო მცირე ზომის უნდა იყოს და მაშინ ფასიც საგრძნობლად დაიკლებს. სკალი დაეთანხმა და პროექტი Newton სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა.
საუბარი ტკაოსა და სკალის შორის 1991 წლის 11 თებერვალს მოხდა.