ცნობილია ის ფაქტი რომ კომპანია Apple-მა არაერთხელ შეიტანა სასამართლოში სარჩელი თავისი პატენტების საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ. თუმცა როგორც აღმოჩნდა Apple-საც საკმაოდ ბევრი მომჩივანი ყოლია. სხვადასხვა დოკუმენტაციის მიხედვით ბოლო 3 წლის განმავლობაში Apple-ს 92-ჯერ უჩივლეს სასამართლოში.
კუპერტინოელი კომპანია აცხადებს რომ ამ 92-დან 57-ი უკვე დაიხურა და ამ 57-დან, 51 მოაგვარეს მათ სასარგებლოდ.
PatentFreedom-მა გამოიკვლია და აღმოაჩინა რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ კომპონენტში Google-ი ლიდერობს, მის წინააღმდეგ 192 სარჩელი იქნა შეტანილი. Apple-ი მეორე ადგილზეა 191 სარჩელით და მესამეზე Samsung-ი 151-ით.