ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1993 წლის 10 თებერვალი

119views

1985 წელს სტივ ჯობსმა გაიცნო პოლ ბრეგი, რომელმაც თავისი აზრი გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კომპიუტერი სამეცნიერო კველევებისათვის: ის უნდა იყოს მძლავრი და იაფი. ჯობსი, რომელისაც იმ დროს Macintosh-ისა და Lisa-ს პროექტებს ხელმძღვანელობდა, Big Mac პროექტი წამოიწყო, რომელიც მიმართული იყო სწორედ ასეთი კომპიუტერის შექმნაზე. მაგრამ, როგორც ცნობილია, მალე ჯობსი Apple-იდან დაითხოვეს.

დატოვა რა მშობლიური კედლები, სტივ ჯობსმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი კომპანია დააარსა — NeXT Inc. 1987 წელს კომპანიას მიუერთდა მიკრობირთვის Mach-ის გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ობიექტურ-ორიენტირებულ საოპერაციო სისტემაზე NeXTSTEP.

პირველი სამუშაო სადგური გახდა NeXT Computer — იდეალური კუბის ფორმის მქონე კორპუსით. პრეზენტაცია მოხდა 1988 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო გაყიდვაში შემდეგი წლის ზაფხულიდან გამოვიდა.

მოკლედ, კომპანიის საქმეები შედარებით კარგად მიდიოდა, თუმცა არა საუკეთესოდ. რაღაც იქმნებოდა, რაღაც იყიდებოდა და ასე შემდეგ. გადიოდა წლები. აი 1993 წლის 10 თებერვალს კი კომპანია NeXT-მა განახადა საკუთარი წარმოების კომპიუტერების გამოშვების შეწყვეტის თაობაზე.

არაჩვეულებრივი NeXT-კომპიუტერების მომხმარებლებმა ამ დღეს „შავი სამშაბათი“ შეარქვეს.

Comments

comments

Leave a Response