ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 8 თებერვალი

დგება მომენტი, როდესაც Apple-ის ყველაზე აქტიური ფანატიც კი დგება რთული არცევანის წინაშე: ვინ მივიჩნიოთ საყვარელი კომპანიის მტრად? Microsoft თავისი Windows-ით? Dell-ის იაფფასიანი კომპიუტერები? Intel-ის პროცესორები? Android-სმარტფონები და პლანშეტები? თუ ვინმე სხვა?

აი ასე 2006 წელს კომპანია Intel მტრისგან მოყვარედ გადაიქცა. არადა ოდესღაც ასეთ რამის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა.

დაახლოებით 90-იანი წლების ბოლოს Apple იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, რომ გადაწყვიტა გაეშვა სარეკლამო კამპანია, რომელშიც დაცინვის ობიექტი Pentium II იყო. კამპანიის ძირითადი იდეა გასაგები იყო: ყველასთვის ეჩვენებინათ, რომ პროცესორები G3 იმდენად სწრაფი და მძლავრია, რომ კონკურენტებს არანაირი შანსი არ რჩებათ.

შესაძლოა, ასეთი სარეკლამო კამპანია მთლად კორექტული არ იყო, მაგრამ რაც მთავარია — PowerPC G3-ით აღჭურვილი კომპიუტერების გაყიდვებმა მოიმატა.

კამპანია გაუშვეს 1998 წლის 8 თებერვალს, ხოლო რვა წლის შემდეგ Apple თვითონ გადავიდა Intel-ის პროცესორებზე.

Related posts