უამრავი ინფორმაცია ტრიალებს ინტერნეტ სივრცეში iWatch-ის შესახებ. ეს ადასტურებს იმას რომ არც ისე დიდი ხანი დარჩა ამ მოწყობილობის გამოსვლამდე. The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სადაც წერს რომ Apple-ი არა მხოლოდ ახალ მოწყობილობას გამოუშვებს, არამედ მას ახალი ტექოლოგიებითაც აღჭურვავს.
წყარო იუწყება რომ iWatch-ს ექნება უსადენოდ დამუხტვის შესაძლებლობა და ასევე ფოტოელექტრო პანელი რომელიც საშუალებას მისცემს რომ დაიმუხტოს მზის ენერგიით.
კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით ცნობილია რომ Apple-ი დიდი ხანია მუშაობს მზის ენერგიით iPhone-ების და iPod-ების დამუხტვაზე, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია რადგან მომხმარებლები ამ მოწყობილობებს ან ჯიბით ან ჩანთებში ატარებენ. iWatch-ის შემთხვევაში კი ეს უკვე შესაძლებელია.
შეგახსნებთ რომ iWatch-ის შესახებ რამოდენიმე წელია ვრცელდება ინფორმაცია. ეს იქნება მოწყობილობა რომელიც კომპანიონობას გაუწევს iPhone-ს გასაკუთრებით ფიტნესის და ჯანმრთელობის განხრით.