როდესაც სპორტული გუნდის შედეგიანობა კლებულობს, ხელმძღვანელობა, როგორც წესი, მწვრთნელს დაითხოვს ხოლმე სამსახურიდან და მის შემცვლელის ძებნას იწყებს. და რდოესაც კომპანიის შედეგიანობა კლებულობს — სამსაურიდან დათხოვნა მისი პრეზიდენტით იწყება. დათხოვნა ადვილია, აი სანაცვლოს მოძებნა გაცილებით რთულია.
მაგრამ 1996 წელს, როდესაც 2 თებერვალს მაიკ შპინდლერი დაითხოვეს, მისი შემცვლელის მოძებნა ნამდვილად ადვილი საქმე გახდა. მისი შემცვლელი გახდა ჯილ ამელიო. მის სასარგებლოთ მეტყველებდა მდიდარი გამოცდილება ჰაიტეკის სფეროში, სხვადასხვა პროფესიული უნარ-ჩვევები და რაც მთავარია — მისი წარმატებული საქმიანობა Nation Semiconductor-ის კრიზისიდან გამოყვანის საქმეში. ყველას სჯეროდა, რომ ის შეძლებს იგივეს გაკეთებას Apple-ის შემთხვევაშიც.
თუმცა ამელიომ შეცდომები დასაწყისშივე დაუშვა, როდესაც ძალიან მაღალი ხელფასი, ბონუსები და სხვა სახის სიკეთეები მიანიჭა საკუთარ თავს. Mac-საზოგადოება ფრიად აღელვებული იყო ამ ფაქტით, თუმცა ამელიო პასუხად ამბობდა, რომ სამუშაო რთულია და ყველაფერს ის დამსახურებულად იღებდა.
სამწუხაროდ, მაღალი ხელფასი არაა დიდი წარმატებების საწინდარი.
მიუხედავად მარცხისა, თუ წარმატებისა, ჯილ ამეილომ Apple-ის ხელმძღვანელის ადგილი 1996 წლის 5 თებერვალს დაიკავა.