აიღეთ ნებისმიერი, მსხვილი პროგრამული კომპანია, უთხარით მას ნულიდან შექმნას სრულიად ახალი საპოერაციო სისტემა და თქვენ დიდ შარში გაეხვევით. კარგი მაგალითია Microsoft, თავისი სისტემით Vista. მაგრამ პირველი ამ პრობლემას Apple შეეჯახა.
90-იანების შუა წლებში Apple-მა მილიარდობით დოლარი დახარჯა ახალი საოპერაციო სისტემის შექმნაზე, მაგრამ არაფერი ნორმალური არ გამოვიდა.
მრავალი Mac-მომხმარებელი ჯერ კიდევ კრთის სიტყვა Copland-ის ხსენებაზე. არადა ეს სისტემა უნდა გამოეშვა Apple-ს. ჯერ ერთი ვადა დასახელდა, მერე მეორე, მერე მესამე და ასე შემდეგ… როდესაც ვადის გადაწევას უკვე აღარ ჰქონდა აზრი, კომპანიამ კურსის ცვლილება გვამცნო. Apple-მა გადაწყვიტა გამოეშვა ახალი საოპერაციო სისტემა ნაწილ-ნაწილ. მაგრამ ერთი პრობლემა იყო: ნულიდან დაწყება — ისევ ეს ნულია.
და კვლავ კურსის ცვლილება: Apple იწყებს მზა გადაწყვეტილების ყიდვის შესაძლებლობის მოძიებას. არჩევანი Apple-მა სტივ ჯობსის კომპანიაზე, NeXT-ზე შეაჩერა. მიზეზი ასეთი არჩევანისა დღემდე უცნობია, დადის მრავალი ჭორი: სტივ ჯობსის Apple-ის გამგეობასთან პირადი საუბრიდან დაწყებული, Microsoft-ის პირდაპირი მუქარით დამთავრებული, რომელიც არ აპირებდა BeOS-ის არჩევის შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებას.
მიუხედავად მიზეზებისა, 1997 წლის 4 თებერვალს Apple-მა ოფიციალურად დაასრულა NeXT-ის შეძენის პროცედურა.