ოდესღაც ლუკასების ვარსკვლავურ წყვილს ყველაფერი კარგად ჰქონდა. სამწუხაროდ, მათაც ჰოლივუდურად დაეშალათ ოჯახი: სწრაფად და მგზნებარედ. ჰარმონია გაქრა: კავშირი არა მარტო დაირღვა, არამედ ნაკუწებად დაიფლითა. ჯორჯს სურდა ბიზნესის შენარჩუნება, ხოლო მარსიას მისი წილი უნდოდა, ანუ ნახევარი და რაც მთავარია — ნაღდი ფულით.
ჩნდება კანონზომერი კითხვა: რა შუაშია Apple, თუ საუბარი ლუკასების განქორწინებაზეა? იმ შუაშია, რომ როდესაც ჯორჯი გადააწყდა მრავალმილიონიანი ალიმენტების გადახდის საშიშროებას, ის იძულებული გახდა ზოგიერთი სხვა აქტივი გაეყიდა, მათ შორის ნამდვილი საოცრება, კომპიუტერული გრაფიკის სტუდია Lucas Film.
კომპანია სტივ ჯობსმა იყიდა 10 მილიონ დოლარად. და ამ მომენტიდან იწყებს არსებობას სტუდია Pixar. სტუდია, რომელიც თავიდან სტივის ჰობი იყო მხოლოდ. მაგრამ უკვე ორი წლის შემდეგ, 1986 წლის 3 თებერვალს Pixar-ის აქციები ბირჟაზე გავიდა და ჰობი ფრიად წარმატებულ საქმედ იქცა.