ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 2 თებერვალი

29views

როდესაც ჟურნალის გარეკანზე რომელიმე კომპანიის მოიხენიებენ, ეს ძირითადში კარგი სიახლეა კომპანიისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც გარეკანზე (ჩვენს შემთხვევაში BusinessWeek-ის), ჩნდება სათაური „ამერიკული ხატების დაცემა“ — ეს აშკარად ცუდის ნიშანია.

ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ 1993 წლის ივნისში, Apple-ის დირექტორთა საბჭომ ჯონ სკალის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი საკმარისზე მეტი გახლდათ და მეასეჯერ აღარ გავიმეორებთ. ყოველ შემთხვევაში, ყველა ვისაც წაკითხული აქვს სტივ ჯობსის ოფიციალური ბიოგრაფია, საქმის კურსშია.

ჯონ სკალის ნაცვლად კომპანიას სათავეში მაიკლ შპინდლერი ჩაუდგა, რომელიც უფრო უარესი აღმოჩნდა. შპინდლერს უბრალოდ არ შეეძლო კომპანიის მართვა, ვინაიდან არ ეხერხებოდა დროული გადაწყვეტილებების მიღება. ამის გარდა, გარკვეული სახის პრობლემები გააჩნდა კოლეგებთან ურთიეროთობაში.

ასე იჯდა შპინდლერი კაბინეტში, არავის ეკონტაქტებოდა და ვინ იცის რითი იყო დაკავებული. ასე გაატარა თიტქმის მთელი დრო, გადაყენებამდე, ანუ 1996 წლის 2 თებერვლამდე.

ამავე თებერვალში BusinessWeek-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორი მწარედ დასცინოდა შპინდლერს, რაც მან შეიძლება ითქვას, დაიმსახურა.

Comments

comments

Leave a Response