თუკი შევადგენთ Apple-ის რელაური და პოტნეციური კონკურენტების სიას, ამას სამყაროში არსებული დრო არ ეყოფა. ასე მაგალითად, როდესაც Mac-კომპიუტერი გამოვიდა გაყიდვაში, კომპანიის ძირთადი კონკურენტი IBM გახლდათ. ოდნავ მოგვიანებით ის ჩაანაცვლა Microsoft-მა.
მაგრამ თუ ცოტათი წარსულში ვიმოგზაურებთ დავინახავთ ადამ ოსბორნის პროდუქტს, რომელიც (ოსბორნი) უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ათობით მეტს გაყიდდა, ვიდრე კუპერტინოს კომპანია. საბედნიეროდ ეს მუქარა არ შესრულდა.
მაგრამ მაინც Apple II-ს ყავდა რეალური და ძალიან საშიში მტერი. ეს მტერი იყო მომხმარებლების მხრიდან უნდობლობა, რომელთათვისაც კომპიუტერი რაღაც გამოუცნობი საგანი იყო. ამიტომ მყიდველები ამჯობინებდნენ გაუმჯობესებული საბეჭდი მანქანების ყიდვას.
Apple-მა გადაწყვიტა ებრძოლა ამ პრობლემასთან და ბრძოლა საკუთარი თავით დაიწყო. 1981 წლის 1 თებერვალს მაიკ სკოტმა დაწერა კორპორატიული წერილი, რომელითაც იკრძალებოდა საბეჭდი მანქანების გამოყენება Apple-ში:
მოდი, საკუთარ თავზე გამოვცადოთ ეს, სანამ შევეცდებით კლიენტებზე ზემოქმედებას.