მანამ, სანამ სტივ ჯობსი პირადად არ დაინახავს ამათუიმ პროდუქტის რეალურ საჭიროებას, ის უსარგებლო ნივთია მხოლოდ. Flash-დამკვრელების მრავალწლიანი საჯარო კრიტიკის შემდეგ, რომლებსაც Apple-ის CEO „განვითარების ჩიხს“ უწოდებდა, სტივ ჯობსმა სამყაროს უჩვენა თავისი მოქნილობა: მან წარმოადინა iPod shuffle.
სტივ ჯობსის ხერხი პლუსების მოძიება ყველაზე დიდ მიუსებშიც კი ყველასთვის ცნობილია. და ამ შემთხვვეაშიც ამ ხერხმა შესანიშნავად იმუშავა. ერთი თვით ადრე სტივი აკრიტიკებდა კონკურენტებს იმაზე, რომ მათ დამკვრელებს არ აქვთ ეკრანი, ახლა კი მას თვითონ უნდა დაეცვა ახალ პროდუქტში ეკრანის არარსებობა.
ახალი პროდუქტის წარმოჩინებისათვის კუპერტინომ გაუშვა სარეკლამო კამპანია „მიეცით შანსს შანსი“. iPod-ის მოყვარულები გრძელ რიგებში დგებოდნენ, რათა ეყიდათ ახალი პროდუქტი.
iPod shuffle გაყიდვაში 2005 წლის 31 იანვარს გამოვიდა.