7 რამ, რაზეც შეგიძლიათ არ იფიქროთ, როდესაც გაქვთ Mac-ი

დავა იმის შესახებ თუ რომელი ოპერაციული სისტემა ჯობია დაუსრულებელი თემაა. ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უბრალოდ გთავაზობთ 7 უპირატესობას რაც აქვს OS X-ს:

1. მყარი დისკის დეფრაგმენტაცია

Windows-ი ფაილებს ალაგებს თაროებზე და ამავდროულად აწარმოებს ლოჯისტიკურ ჩანაწერებს ფურცლებზე და თითქოს ამ ყველაფერს არაკვალიფიცირებული კადრი აკეთებს. რჩება შთაბეჭდილება რომ Windows-ის ფაილების საწყობში ნამდვილად მოქმედებს ადამიანური ფაქტორი და პერიოდულად საჭირო ხდება ინვენტარიზაციის (დეფრაგმენტაციის) გაკეთება შეცდომების თავიდან ასარიდებლად.

OS X-ის შემთხვევაში, ფაილების საწყობი წააგავს Amazon-ის საწყობს. იქ ყველაფერი ავტომატიზირებულია, შეცდომები იშვიათია და ინვენტარიზაცია კეთდება მუშაობის პროცესში, რომელიც შეუმჩნეველია სხვებისთვის.

2. ხშირი სისტემური განახლებები

კითხეთ თქვენ მეგობრებს თუ რამდენი სისტემური განახლება გადმოწერეს უკვე მათ ამ წელს? ამ ყველაფრის შედეგად აუცილებელი ხდება სისტემის გადატვირთვა, რომელიც საკმაოდ ხშირია.

3. ჩაშენებული პროგრამების წაშლა

ახალი PC-ს შეძენისას, რომელზეც ჩაშენებულია Windows-ი, მწარმოებელი, მაგალითად ASUS-ი, თან აყოლებს თავის პროგრამებს, რომელთაც ძირითადად არ იყენებს მომხმარებელი და შლის მათ.

OS X-ის შემთხვევაში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი პროგრამები ქონდეს დაინსტალირებული თავიდანვე.

4. სამომავლო განახლება

ერთ-ერთი დიდი უპირატესობა რაც აქვს Mac-ს არის ის რომ შესაძლებელია სისტემის შემდეგ ვერსიაზე განახლება თავისუფლად და არ იფიქრებთ იმაზე რომ სისტემა შენელდება ან არ იმუშავებს სტაბილურად. დამატებით კიდევ, 2013 წლიდან OS X-ის ყველა განახლება იქნება უფასო.

5. გადატვირთვა

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ Windows-ი იწყებს შენელებას? გადავტვირთავთ კომპიუტერს და თავიდან ჩავტვირთავთ სისტემას. OS X-ის შემთხვევაში ეს ძალიან იშვიათად ხდება. საშუალოდ 1 თვე შესაძლებელია თავისუფლად იმუშაოთ OS X-ზე და არ გახდეს საჭირო გადატვირთვა.

6. ანტივირუსი

ანტივირუსის თემა ერთ-ერთი დიდი უპირატესობა არის რაც აქვს Mac-ს. ის ხომ მას საერთოდ არ ჭირდება. შესაბამისად ცალკე თანხის გადახდაც არ უწევს მომხარებელს ანტივირუსის შესაძენად, ან ლიცენზიის გასახანგრძლივებლად.

7. შეცვლა

ეს პუნქტი მხოლოდ ფოტოთი განვიხილოთ 🙂

Related posts