მიუხედავად იმისა, რომ დრეისათვის Apple მილიარდობით დოლარს ღებულობს ყოველწლიურად, ოდესღაც კუპერტინოელების საქმე ვერ იყო კარგად. რარაც მონენტში Apple მოხვდა ღრმა კრიზისში, ხოლო ამის მიზეზი მისი ხელმძღვანელობის გამოუსწორებელი შეცდომები გახლდათ.
შეცდომები დაიწყო 80-იან წლებში და გრძელდებოდა 90-იანი წლებამდე. კრიზისი, რომელშიც კომპანია აღმოჩნდა, იმდენად ღრმა იყო, რომ დადგა კომპანიის გაყიდვის საკითხიც. მთავარი მყიდველი გახდა Sun Microsystems.
Sun Microsystems სულაც არ იყო ამის წინააღმდეგი. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს მოლაპარაკებები, მაგრამ ამ დროს კვარტლის ბოლო მოვიდა და Apple-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა სუფთა ზარალზე 69 მილიონი დოლარის ოდენობით. Sun-მა გადაწყვიტა ცოტათი დაემუხრუჭებინა.
მოფიქრების დრო 1996 წლის 30 იამნვარს ამოიწურა, როდესაც ორივე კომპანია კვლავ შეხვდა ერთმანეთს მოსალაპარაკებლად. სხვათაშორის, საზოგადოებამ იმ დროს უკვე სერიოზულად დაიწყო Apple-ის აღქმა, როგორც Sun-ის ერთ-ერთი განყოფილებისა.
საბედნიეროდ, გარიგება არ შედგა.