მაიკლ შპინდლერი, რომელიც Apple-ის შეფი იყო 90-იან წლებში, ფრიად არაერთგვაროვანი პიროვნება (ამით ის სტივს წააგავდა ძალიან) გახლდათ. შპინდლერი ყოველთვის წინააღმდეგი იყო საოპერაციო სისტემის Mac OS ლიცენზირების. ის ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა ყველა შესაძლო საშუალებით. მაგრამ მანამ, სანამ ჰორიზონტზე არ გამოჩნდა „უფროსი ძმა“ — IBM.
იდეა, გადაექციათ ყოფილი კონკურენტი მოკავშირედ, კუპერტინოში დიდი აღფრთოვანებით იყო მიღებული. ისე ჩანდა, რომ ეს ლოგიკური იქნებოდა: კარგი ურთიერთობა კომპანიებს შორის, აგრეთვე Motorola-სთან, PowerPC-პალთფრომის წინ წამოწევა. მაგრამ საჯილდაო ქვად იქცა საოპერაციო სისტემა. Apple ითხოვდა, რომ ყველა კლონი ამ პლატფრომაზე გამოსულიყო, მაშინ როდესაც IBM-ს სურდა მომხმარებლებისათვის არჩევანის შესაძლებლობის მიცემა.
მოკლედ, IBM ვერ გახდა კლონების მწარმოებელი, მაგრამ მთავარი — იდეაა, უფრო სწორად, ასეთი იდეის შესძლებლობა. დასაწყისს საფუძველი ჩაეყარა. აი მხოლოდ ის კომპანიები, ვინც დაიწყო კლონების გამოშვება, ნაკლებად ცნიბილი იყვენე ბაზარზე.
Mac OS-ის ლიცენზირების შესაძლებლობის შესახებ მაიკლ შპინდლერმა 1994 წლის 29 იანვარს გამოაცხადა.