სიახლეები 

Apple-ის 2014 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები

Apple მორიგი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება, შესამისად 1 იანვარს პირველი კვარტალი დასრულდა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავეცნოთ ფინანსურ შედეგებს. მაშ ასე:

ფინანსური მაჩვენებლები:

  • შემოსავალი — 57,6 მლრდ. დოლარი (გასული წლის იგივე პერიოდში — 54,5 მლრდ. დოლარი);
  • სუფთა მოგება — 13,1 მლრდ. დოლარი (გასული წლის იგივე პერიოდში — 13,1 მლრდ. დოლარი);
  • მოგება აქციაზე — 14,5 დოლარი (გასულ წელს — 13,9 დოლარი)
  • თავისუფალი სახსრები — თითქმის 159 მლრდ. დოლარი

შემოსავლისა და სუფთა მოგების ცვლილების გრაფიკი 2011 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის მეოთხე კვარტლის ჩათვლით:

გაყიდვები:

  • iPhone — 51 მლნ. მოწყობილობა (2013 წელი — 47,8 მლნ. მოწყობილობა)
  • iPad — 26 მლნ. მოწყობილობა (2013 წელი — 22,9 მლნ. მოწყობილობა)
  • Mac — 4,8 მლნ. მოწყობილობა (2013 წელი — 4,1 მლნ. მოწყობილობა)
  • iPod — 6 მლნ. მოწყობილობა (2013 წელს — 12,7 მლნ. მოწყობილობა)

Apple-ის შემოსავალი ყოველი გაყიდული iPhone-იდან და iPad-იდან იზრდება:

 iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის გაყიდვების დინამიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში:

 Apple Store:

  • შემოსავალი Apple Store-იდან — 7 მილიარდი დოლარი;
  • ერთ კვარტალში Apple-ის საცალო მარაზიებს ეწვია 114 მილიონი მომხმარებელი;
  • ყოველ კვირას ერთი Apple Store ემსახურება 21 ათას მომხმარებელს.

Apple-ის სერვისები:

  • შემოსავალი iTunes Store-იდან — 2,4 მილიარდი დოლარი;
  • iTunes-ის სერვისების ნაკრებმა (App Store-ის ჩათვლით) კომპანიას 4,4 მილიარდი დოლარი მოუტანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი კვარტალი სარეკორდო აღმოჩნდა ყველა თვალსაზრისით. კომპანიამ დაუჯერებლად დიდი ოდენობით გაყიდა როგორც iPhone, აგრეთვე iPad-იც. ასევე იმატა კომპიუტერების გაყიდვებმაც.

Related posts