დღეს, 27 იანვარს, კიდევ ერთი „ვაშლ“-მოწყობილობა აღნიშნავს თავის იუბილეს. ეს მოწყობილობა 4 წლის გახდა. როგორც უკვე მიხვდით, საუბარია iPad-ზე.
შესაძლოა, ამ სტატიას სწორედ რომ iPad-ით კითხულობთ, ანდა თუნდაც iPad mini-თ. აი სულ რაღაც ოთხი წლის წინ, პრეზენტაციაზე, რომელიც სან-ფრანცისკოში ტარდებოდა, სტივ ჯობსმა წარმოადგინა ამ პლანშეტის პირველი ვერსია.
მიუხედავად იმისა, რომ iPad-ის ანონსი 2010 წლის 27 იანვარს მოხდა, გაყიდვები 3 აპრილს დაიწყო (ხოლო 3G მოდელი საერთოდ 30 აპრილს გამოვიდა გაყიდვაში). რათქმაუნდა, გაყიდვების ათვლის წერტილი Apple-ის ყველაზე მთავრი მაღაზია გახდა ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე.
მოკლედ, ამ პლანშეტს ისედაც ყველა კარგად იცნობთ, რომ მისი ტექნიკური მახასიათებლებით შეგაწყინოთ. უბრალოდ მივულოცოთ მას დაბადების დღე. მან ეს დაიმსახურა!
დაბადების დღეს გილოცავთ, iPad!