ორი წლის წინ Apple-მა მონაწილეობა მიიღო ყოველკვარტალურ, სატელეფონო კონფერენციაში. თავისი გამოსვლის დროს ტიმ კუკმა თქვა, რომ ღრუბელოვანი სერვისი iCloud სულ მალე კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი გახდება. ხოლო ასეთი განცხადების გაკეთების მიზეზი გახლდათ ის პოპულარობა, რომელიც ამ სერვისმა მოიპოვა Apple-ის პროდუქციის მომხმარებელთა შორის.
iCloud-ის სტარტი არაჩვეულებრივი აღმოჩნდა — დღეისათვის 85 მილიონი მომხმარებელი გახდა სერვისის ხელმომწერი. iCloud-ში მომმხარებლებს შეუძლიათ შეინახონ მუსიკა, ფილმები, დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ინფორმაცია, მოახდინონ სინქრონიზაცია სხვადასხვა მოწყობილობებს შორის, ავტომატურად და პრობლემების გარეშე, — განაცხადა ტიმ კუკმა.
iCloud–ის გაშვებისთანავე, 2011 წლის ოქტომბერში (iOS 5-ის რელიზთან ერთად), Apple-ის ყველა მოწყობილობის მომხმარებელს მიეცა საშუალება მოეხდინა ფოსტის, კალენდრების, კონტაქტებისა და დოკუმენტების სინქრონიზაცია.
და აი უკვე 1 წლის შემდეგ სერვისით სარგებლობდა 85 მილიონი ადამიანი.