ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 25 იანვარი

არაჩვეულებრივი მულტიმედია აპლიკაციების ნაკრები, რომელიც დღეს ყველასთვის ცნობილია iLife-ის სახელით, Apple Macintosh-ის პლათფრომის ქვაკუთხედი იყო ყოველთვის და OS X-ის ერთ-ერთი უპირატესობაც. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთეულებს თუ ახსოვთ, რომ ოდესღაც ეს ნაკრები ცალკეული, უფასო აპლიკაციებისგან შედგებოდა დ მათი სახელად iApps ერქვათ.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კუპერტინომ გადაწყვიტა ცალკეული აპლიკაციები ერთიან სისტემაში შეეკრიბა. ასე გაჩნდა iLife.

დასაწყისში iLife აერთიანებდა შემდეგ აპლიკაციებს: iTunes, iMovie, iPhoto და iDVD. თითქოს ყველაფერი კარგადაა ხომ? არა, გაერთიანების შემდეგ Apple-მა ამ პაკეტს ფასი დაადო, 49 აშშ დოლარი. უფასო აპლიკაციების ეპოქა დროებით დასრულდა.

გასაკვირი არ არის, რომ შედეგად მომხმარებელთა მრავალრიცხოვანმა არმიამ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ამ ფაქტის გამო. თუმცა მალე ყველაფერი ჩაჩუმდა: მაკ-საზოგადოება ადვილად პატიობდა სტივ ჯობსს თითქმის ყველაფერს, ხოლო iLife-ში დამატებული ახალმა და სასარგებლო ფუნქციებმა ყველა დაარწმუნა, რომ ეს საცოდავი 49 დოლარი აშკარად ღირდა გადახდად.

iLife-ის კომერციული პაკეტი 2003 წლის 25 იანვარს გამოვიდა გაყიდვაში.

Related posts