როგორაც მჭერმეტყველებით არ უნდა აგვიღწეროს Apple-მა OS X-ის 10.9 ვერსიაში გამოჩენილი ჭდეების გამოყენების შესაძლებლობა, ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, რომ ეს ფუქნცია ახალი არაა და ის ჯერ კიდევ კლასიკურ სისტემაში გამოიყენებოდა, System 7-ში:
დაახლოებით ამ პერიოდით თარიღდება ჭდეების გამოყენების ყველაზე სწრაფი მეთოდი, რომელიც სათაურშია გამოტანილი — გადათრევით. მარტივად რომ ვთქვათ, მოჭიდეთ მაუსი რომელიმე ფაილზე და გადაატრიეთ საჭირო ფერის ჭდეზე, Finder-ის გვერდითა ზოლში, აუშვით მაუსი და დატკბით მიღებული შედეგით:
კიდევ ორიოდე წვრილი, მაგრამ სასარგებლო რჩევა — თუ გვერდითა ზოლი საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა, სიტუაციას გამოასწორებს კლავიატურული კომბინაცია Command-Option-S. ხოლო ხილული ჭდეების ჩასწორებისათვის შეგიძლიათ შეხვიდეთ Finder-ის პარამეტრების სარკმელში, Tags სექციაში.
ესეც კიდევ ერთი ბმული ამ ��ველაფრის აღსაწერად: http://www.apple.com/osx/whats-new/features.html#tags