დღეს, 2014 წლის 24 იანვარს, Apple-ის კომპიუტერი Macintosh 30 წლის გახდა. მრგვალი თარიღი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უკვე სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსმა მსოფლიოს საოცარი კომპიუტერი უჩვენა.
Macintosh-ის პირველი კომპიუტერის პრინციპი გამაოგნებლად მარტივი იყო: ავიღოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც რომ ჰქონდა Lisa-ს, გავასწოროთ ყველა შეცდომა და ხარვეზი და რათქმაუნდა შევამციროთ ფასი. Macintosh გახდა მართლაც პირველი დიდი და წარმატებული კომერციული პროექტი Apple-ის ისტორიაში.
Macintosh-ის შექმნის ისტორია შორეული 1979 წლიდან მოდის, როდესაც გენიალური ჯეფ რასკინი შეეცადა შეექმნა მარტივი და იაფი კომპიუტერი.
ხოლო 1981 წლის იანვარში ამ პროექტს სათავეში სტივ ჯობსი ჩაუდგა და რასკინი პროექტიდან მოისროლეს. ამ დროისათვის Macintosh უკვე აღჭურვილი იყო პროცესორით Motorola 68000, რომელსაც, სტივ ჯობსის განცხადებით შეეძლო „საუზმეზე შეესანსლა Intel 8088“. Macintosh-ის ეკრანის გაფართოება 384×256 იყო და ოპერატიული მეხსიერება 64 კილობაიტი, რომელიც საკმაოდ მცირე ხანში გააორმაგეს.
შედეგად, 1984 წლის 24 იანვარს Apple-მა წარმოადგინა Macintosh. მართალია, ფასი ვერ გამოივდა ისეთი დაბალი, როგორც გეგმავდნენ: 2495 დოლარი. მაგრამ რაც მთავარია, Macintosh-მა შეძლო IBM-ის სამყაროში შეღწევა და ძლიერი ბრძლის გამართვა ამ უკანასკნელთან.
დაბადების დღეს გილოცავ, Macintosh!