ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1982 წლის 23 იანვარი

111views

ჯერ კიდევ იმ ღირშესანიშნავ დრომდე, როდესაც Apple-მა თავისი პირველი Mac გამოუშვა, სტივ ჯობსი ხვდებოდა: პროექტი წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას მხარს დაუჭერენ სხვა კომპანიებიც. ხოლო მთავარი მხარდამჭერი 80-იანი წლების დასაწყისში გახლდათ ყველასთვის ცნობილი რედმონდული კომპანია — Microsoft.

სტივ ჯობსი დაინტერესებული იყო იმაში, რომ Mac-კომპიუტერებისათვის ყოფილიყო BASIC-ის ენა, თუმცა სერიოზული წინააღმდეგობა კუპერტინოსა და რედმონდის ურთიერთობაში უნდობლობა გახლდათ სტივის მხრიდან. ჯობსი თვლიდა, რომ მისი კოლეგა Microsoft-დან აშკარდ რაღაც საწინააღმდეგოს გეგმავს Apple-ის წინააღმდეგ.

რომ რამენაირად მაინც დაეცვა თავი, სტივ ჯობსმა ბილ გეითს შესთავაზა Apple-სა და Microsoft-ს შორის ჯენტმენური შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა უფლება 12 თვის განმავლობაში დაეწერა იგივე პროგრამული უზრუნველყოფა იმ PC-პლათფრომისათვის, სადაც გამოიყენება მაუსი.

შეთანხმება შედგა, ხელიც მოეწერა, მაგრამ ის არ ითვალისწინებდა გრაფიკული ინტერფეისის მქონე საოპერაციო სისტემის შექმნას. სწორედ ამის კეთება დაიწყეს რედმონდში, თან ისე, რომ Apple-ს ეს ყველაზე გვიან გაეგო.

შედეგად, Apple-მა გარკვეულწილად თვითონ მიაწოდა გადაწყვეტილება მთავარ კონკურენტს. ეს ყველაფერი 1983 წლის 23 იანვარს მოხდა.

Comments

comments

Leave a Response