OS X-ის პრაქტიკულად ყველა მაშტაბურ განახლებაში ხდება ბრაუზერის Safari განახლება. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც Apple-მა შემოგვთავაზა OS X Mavericks. Safari-ს ახალ ვერსიაში განსაკუთრებულად შეიცვალა Top Sites სექცია. და ვინაიდან Safari დამსახურებული პატივისცემთ სარგებლობს Mac-მომხმარებელთა შორის, უპრიანი იქნება გავიგოთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა Top Sites-ებთან ეფექტური მუშაობისათვის. განსაკუთრებით ახალბედებისათვის იქნება საინტერესო ეს სტატია.
პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, თუ როგორ დავამატოთ ესათუის საიტი Top Sites-ებში (აგრეთვე ვიცოდეთ, როგორ წავშალოთ ის იქიდან). ნაგულისხმევად, Top Sites-ებში ჩანს ყველაზე ხშირად მონახულებული საიტები, სია დინამიურად იცვლება და ყოველთვის ერთნაირ სურათს არ გვიჩვენებს. Top Sites-ებში საიტის მუდმივად დასამაგრებლად, მიიტანეთ კურსორი საიტის მინიატურაზე და ორიოდე წამით შეაჩერეთ. დაინახავთ, რომ მინიატურის ზედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება ორი ღილაკი, ერთი მათგანი შლის საიტს Top Sites-ებიდან, ხოლო მეორე — მას მიაჭიკარტებს.
მაგრამ ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ იმ საიტებისათვის, რომლებიც უკვე არის Top Sites-ების სიაში. მაგრამ თუ გვინდა ისეთი საიტის მიჭიკარტება, რომელიც სიაში არ არის? უბრალოდ შედით სასურველ საიტზე, დააჭირეთ კლავიშების კომბინაციას cmd+D და ჩამოშლად სიაში „Add this page to:“ აირჩიეთ Top Sites.
კიდევ ერთი საკითხი: Top Sites-ში განთავსებული საიტების მინიატურების განახლება. ამის გაკეთება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც რომელიმე საიტის მინიატურა მოძველდა და განახლება სჭირდება. მინიატურის განახლება ორი გზით შეიძლება: პირველი — კლავიშების კომბინაციით cmd+R, მეორე — ზედა მენიუს საშუალებით: „View“ — „Update Preview Images“.
და ბოლოს კიდევ ერთი რჩევა, რაც ეხება Top Sites-ებს, რომელიც ეხება ნაჩვენები მინიატურების რაოდენობას. ნაგულისხმევად იქ განთავსებულია 12 მინიატურა, მაგრამ შესაძლებელია ან 6-ის, ან 24-ის განთავსება. ასევე შესაძლებელია მინიატურების ადგილმდებარეობის შეცვლა — უბრალოდ გადათრევით სასურველ ადგილას.