ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1984 წლის 22 იანვარი

67views

რა დაამახსოვრდათ მათ, ვინც 1984 წელს ტელევიზორში ამერიკული ფეხბურთის სუპერთასს უყურებდა? რათქმაუნდა ეს თქვენ ყველამ იცით. მათ დაამახსოვრდათ არა თამაში, არა გამარჯვებული, არამედ ის რეკლამა, რომელიც შესვენების დროს აჩვენეს.

სარეკლამო რგოლი, სახელად „1984“ დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო რეკლამად. მაგრამ დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ამ რგოლის ბედი ბეწვზე ეკიდა.

თვითონ ვიდეო ძალიან მოეწონა ჯობსაც, ვოზნიაკსაც და სკალისაც. მაგრამ Apple-ის ხელმძღვანელობის სხვა წევრები კატეგორიულად წინააღმდეგი იყვენენ არასტანდარტული ვიდეო-რგოლისა. ჩვენდა საბედნიეროდ, ბილ ქემპბელმა, რომლეზეც საბოლოო სიტყვა იყო, მხარი დაუჭირა ამ ვიდეოს.

ფართო საზოგადოებამ სარეკლამო რგოლი 1984 წლის 22 იანვარს იხილა. ხოლო მოგვიანებით მისი ჩვენება ახალი ამბების გამოშვებებშიც დაიწყეს და კინოთეატრებშიც კი სეანსის დაწყებამდე.

Comments

comments

Leave a Response