ხრიკები 

ეკრანის ჩაწერა QuickTime Player-ის მეშვეობით

მოიხედავად იმისა, რომ ეკრანის ჩაწერა არცთუ ისე მოთხოვნილი ფუნქციაა, ამის შესახებ მაინც შემოდის კითხვები. ამიტომ დღეს მე მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ჩაწეროთ ყველაფერი ის, რაც ხდება ეკრანზე და მისათვის არ დაგჭირდებათ რაიმე უცხო პროგრამის გამოყენება. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, ეს არის სისტემური აპლიაკაცია QuickTime გახლავთ.

ეს ხერხი უკვე დიდი ხანია ცნობილია გამოცდილი მომხმარებლებისათვის, ახალბედებმა შესაძლოა არ იცოდნენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრს არც კი უჩნდება ასეთი საჭიროება.

მაშ ასე, ჯერ მოდი გავუშვათ QuickTime Player. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ ამ აპლიკაციის მენიუში „File“ აირჩიოთ ბრძანება „New Screen Recording“. გაიხსნება პატარა ფანჯარა, სადაც უნდა დააჭიროთ წითელ ღილაკს.

QuickTime Player შემოგთავაზებთ ეკრანის იმ არის ამორჩევას, რომლის ჩაწერაც გსურთ. თუ საჭიროა ეკრანის ნაწილობრივი ჩაწერა, მაუსით მონიშნავთ ამ ნაწილს და დააჭერთ ღილაკზე „Start Recording“. თუ გსურთ მთლიანი ეკრანის ჩაწერა, უბრალოდ ხელახლა დააჭირეთ წითელ ღილაკზე.

ამ მომენტიდან ყველაფერი, რაც ხდება ეკრანზე, ჩაიწერება ფაილში ვიდეოს სახით. ჩანაწერის შეჩერებისათვის უბრალოდ დააჭირეთ ღილაკზე, რომელიც განთავსებულია მენიუს ზოლში. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ ფაილი, დაარქვათ სახელი და დარწმუნდეთ, რომ მაკში ბევრი რამ ძალიან ადვილად კეთდება.

Related posts