iMac-ების სულ პირველი თაობა ნამდვილი ჰიტი გახდა ამ ბაზარზე, თუმცა, როგორც იცით, არაფერია მზის ქვეშ მუდმივი და ნებისმიერი პოპულარობა დროთა განმავლობაში წარმავალია.
როდესაც iMac-ების გაყიდვებმა დაცემა დაიწყო, კუპერტინო უკვე მუშაობდა მეორე თაობაზე. და რათქმაუნდა რევოლუცია აქაც მოხდა.
ახალმა iMac-მა მიიღო G4 პროცესორი, ჩამწერი CD, ასევე თხევადკრისტალური ეკრანი, 15 დუიმიანი. მაგრამ რაც მთავარია — სრულიად ახალი ექსტერიერი.
აი ასე გაჩნდა ყველასათვის საყვარელი „ჯობსის ნათურა“, რომლის პრეზენტაცია 2002 წლის 21 იანვარს მოხდა. მისი საწყისი ფასი 1499 დოლარი გახლდათ.