მთავარი პრობლემა, რომელსაც ყველაზე ხშირავ ვხვდებით ახალი iPhone-ის შეძენისას, იმ მუდმივი მეხსიერების მოცულობის დაანგარიშებაა, რომელიც დაგვჭირდება მომავალში. აქ ორი ნიუანსია: ჯერ ერთი, უნდა გადავწყვიტოთ, გვჭირდება, თუ არა 16 გბაიტზე მეტი მოცულობა და მეორეც, მზად ვართ, თუ არა გადავიხადოთ ზედმეტი თანხა ზედმეტ მოცულობაშუ. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, რისთვის გვჭირდება დიდი მოცულობის მეხსიერება? ყველაზე ხშირად ის საჭიროა ფოტო და ვიდეო ფაილების შესანახად, შედარებით ნაკლებად — აპლიკაციებისათვის. დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ მიიღოთ დამატებითი 1 (1000 გიგაბაიტი) ტერაბაიტი სრულიად უფასოდ თქვენი ფოტოებისათვის.
ყველაფერი საოცრად მარტივია. უბრალოდ უნდა ვისარგებლოთ ყველაზე პოპულარული ფოტოჰოსტინგით მსოფლიოში — Flickr-ით. ოფიციალური აპლიკაციის გადმოტვირთვა შესაძლებელია ამ ბმულიდან.
წელიწადზე მეტი ხანია, რაც Flickr-მა მომხმარებელებს შესთავაზა პერსონალური, 1 ტერაბაიტი მოცულობის საცავი ფოტოებისათვის. თანაც უფასოდ და სამუდამოდ. ფრიად მოსახერხებელი სერვისია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ iOS 7-ში უკვე ჩადგმულია ამ სერვისის მხარდაჭერის შესაძლებლობა.