ჯეფ რასკინი პრაქტიკულად არასოდეს არ ტოვებდა შანს საყვედური ეთქვა სტივ ჯობსისათვის მისი ზედმეტი ქედმაღლობისათვის და არაფრით გამყარებული მოლოდინებისათვის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე მიდგებოდა ამათუიმ პროექტის რეალიზაციაზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ კრიტიკა ყოველთვის დასაბუთებული იყო.
ყველაზე საინტერესო ყველაფერ ამაში ის იყო, რომ სტივ ჯობსი ბრმად ენდობოდა დროის შეფასების საკუთარ სისტემას. თუმცა ერთხელ ამ სისტემამ არ გაამართლა და სტივს ეს ხუთი ათასი დოლარი დაუჯდა. დიდი ფულია, თუ გავითვალისწინებთ დროს, 1983 წელს.
მაშინ სტივ ჯობსი დაენიძლავა ჯონ კოუჩს, Lisa-ს პროექტის მთავარ მმართველს, რომ Macintosh უფრო სწრაფად გამოვიდოდა გაყიდვაში. მოკლედ, როგორც ხვდებით, კამათი ჯობსის საწინააღმდეგოდ დასრულდა. 1983 წლის 19 იანვარს Lisa წარუდგინეს საზოგადოებას.