რათქმაუნდა, ორი სრულიად განსხვავებული პლათფორმის სიხშირეების შედარება არაა სწორი ნაბიჯი. მაგრამ სამწუხაროდ ბევრ მომხმარებელს უყვარს ამის გაკეთება. ასე გაჩნდა „მეგაჰერცების მითი“: რაც მეტია, მით უკეთესია პროცესორი.
90-იანი წლების ბოლოს ისე ჩანდა, რომ Apple ვერ ახერხებდა Intel-ის მიერ შემოგდებული მეგაჰერცების რბოლის ტემპს რომ მიჰყოლოდა. ამიტომაც კუპერტინოს სჭირდებოდა რაიმე ადექვატური პასუხი, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
Motorola-ს ამ პასუხის მოცემა არ შეეძლო, ამიტომ Apple-ს საკუთარი ჯოკერის გათამაშება დასჭირდა. 2000 წლის ივლისში, Power G4-ის გამოსვლსთან ერთად, დაიწყო Apple-ის ახალი მარკეტინგული კამპანია შემდეგი სლოგანით:
ერთი თავი კარგია, ორი — უკეთესი!
ალბათ უკვე მიხვდით, რომ კუპერტინომ წარმადობის გასაზრდელად ერთი პროცესორის ნაცვლად ორი ჩაყენება დაიწყო კომპიუტერებში. რათქმაუნდა რიგირთ მომხმარებლებს შესაძლოა ვერ დაენახათ განსხვავება, მაგრამ რაც მთავარია Apple-მა შეძლო Intel-თან დისტანციის შემცირება.
2001 წლის 18 იანვარს ორპროცესორიანი Power Mac G4 500MHz მოიხსნა წარმოებიდან და მისი ადგილი დაიკავა 533 მეგაჰერციანმა მოდელმა.