როდესაც Apple-მა გადაწყვიტა უარი ეთქვა FireWire-ის მხარდაჭერაზე თავის მუსიკალურ დამკვრელებში iPod, გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მაკის მრავალრიცხოვან მოყვარულთა შორის. თუმცა ასეთი რეაქცია არა მარტო გასაგები, მოსალოდნელიც კი იყო: FireWire ამ მომხმარებელთა სიამაყისა და ბედნიერების სიმბოლო იყო 1999 წლიდან. ის ხომ, ასე ვთქვათ, PC-მომხმარებლებზე ზემოდან ყურების საშუალებას იძლეოდა!
ოდესღაც FireWire-სტანდარტის წარმოშობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა მაკ-მომხმარებლისათვის: iPod-ების პირველი თაობა მაღალ სიჩქარეებს მოითხოვდა, აგრეთვე iMovie-ც, რისი მოცემაც USB 1.1-ს არ შეეძლო ფიზიკურად.
ახალ სტანდარტს უფრო მეტი გავრცელების არეალი ექნებოდა, რომ არა Intel და iMac. Intel-მა შეიმუშავა USB 2.0, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა FireWire-ს, iMac-ისა და USB-ს ფართო გამოყენებამ აგრეთვე ხელი შეუწყო ამ სტანდარტის პოპულარიზაციას.
რაც შეეხება პირველ მაკებს FireWire-ინტერფეისით, ისინი გაყიდვაში 1999 წლის 17 იანვარს გამოვიდა.