ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 16 იანვარი

19views

სადღაც 90-იანების შუაში Apple-მა გამოაცხადა, რომ ის საოპერაციო სისტემის განახლების სრულიად ახალ სისტემაზე გადადის. ამ დროიდან ყველა მსხვილი განახლება წელიწადში დაახლოებით ორჯერ უნდა გამოსულიყო. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ Mac OS 7.6.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არ გახლავთ ახალი სქემა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ Mac OS 7.6-ის გამოშვება, რაც 1997 წლის 16 იანვარს მოხდა — პირველი ვერსია იყო საოპერაციო სისტემისა, რომელიც ყველა მაკზე არ მუშაობდა. ანუ, მაგალითად სულ პირველი მაკიდან Mac IIcx-მდე მოდელებისათვის 7.6 ვერსია არათავსებადი იყო.

მაგრამ ღირდა კი ამის გამო ნერვიულობა? Mac OS 7.6-ის სიხლეებს შორის უნდა აღინიშნოს გაფართოებების ჩადგმული მმართველი და QuickDraw 3D. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი შეცდომები იყო სხვა სისტემური აპლიკაციების მუშაობაში.

სწორედ ამ შეცდომების გამო Mac OS 7.6-ის დაყენება ვერ ხერხდებოდა იმ დროისატვის უახლეს Performa მოდელებზე. განახლების გამოშვებიდან რამდენიმე დღეში Apple-მა გამოუშვა ახალი ვერსია, 7.6.1, რომელშიც კუპერტინომ შეძლო წინა ვერსიის შეცდომების გამოსწორება.

Comments

comments

Leave a Response