ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 15 იანვარი

პირველი Mac-ის ფორმ-ფაქტორი ათვლის წერტილი და ეტალონი იყო Apple-ისათვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რაც გასაკვირი არ არის. კომპაქტური, ლამაზი, ნახევრადპორტატული — მომხმარებლებს ის ძალიან მოსწონდათ. მათ არ მოსწონდათ მხოლოდ ერთი რამ: მოგვიანებით ის  Mac II-ზე უფრო სუსტი აღმოჩნდა.

მალე ყველაფერი შეიცვალა. ყველა კითხვა მაშინ მოიხსნა, როდესაც Apple წარმოადგინა ახალი მოდელი, Mac SE/30. SE, ანუ System Expansion — ეს ბოლოსართი აღნიშნავდა დამატებითი სლოტის არსებობას, სადაც შეიძლებოდა გაფართოების ბარათის ჩადგმა.

მაგრამ SE — მთავარი არ გახლდათ. მთავარი იყო ციფრები დასახელების ბოლოში. „ოცდაათი“ პროცესორის ახალი მოდელის აღმნიშვნელი იყო — Motorola 68030, 16 მჰც სიხშირით. თავისი დროისათვის ეს ნამდვილი რეკორდი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში Mac SE/30 4400 დოლარი ღირდა, ძალიან დიდი იყო მასზე მოთხოვნა. ამ კომპიუტერის დებიუტი 1989 წლის 15 იანვარს შედგა.

Related posts