გახსოვთ ძველი და კარგი დრო, როდესაც ბალახი უფრო მწვანე იყო, Mac-ები PowerPC პროცესორზე მუშაობდნენ? რათქმაუნდა, ბევრი თქვენგანისათვის Intel-ის ბაზაზე მომუშავე მაკები უფრო ცნობილია. ამ პლატფორმაზე გადმოსვლა Apple-ისათვის ახალი ხანის დაწყების მომასწავებელი იყო. მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს PowerPC ხანა, რომელიც 12 წელი გრძელდებოდა. სწორედ 1994 წლის 13 იანვარს Apple-მა პირველად წარმოადგინა პირველი კომპიუტერი ამ პროცესორის ბაზაზე.
PowerPC-პროცესორი — Apple-ის, IBM-ისა და Motorola-ს ერთობლივი პროდუქტია. იმ დროს ეს პროდუქტი ყველა მომხმარებელს ძალიან ბევრს ჰპირდებოდა. Apple-ის ხელმძღვანელობა ხუმრობდა კიდევაც, რომ PowerPC პროცესორი საშულებას გაძლევთ თითოეულ მაკის კომპიუტერის თვითღირებულებას 51% დაუმატოთო.
მაგრამ PowerPC-ის ანონსის შემდეგ, Apple არ ჩქარობდა მის დანერგვას ახალ სისტემებში. თავიდან Apple Macintosh Upgrade Card-ის მეშვეობით, კუპერტინომ მომხმარებლებს შესთავაზა პროცესორის ბარათი განახლებისათვის, რომელიც დგებოდა Motorola 68000 კომპიუტერებში და შესაძლებლობას იძლეოდა გაგვეუმჯობესებინა კომპიუტერის წარმადობა.
სხვათაშორის, ეს ბარათები იწარმოებოდა კომპანია DayStar-ის მიერ, რომელიც მოგვიანებით Mac-კლონების უმსხვილესი მომწოდებელი გახდა.