ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2012 წლის 12 იანვარი

მიუხედავად იმისა, რომ Apple Store ყველაზე მომგებიანი საცალო ქსელია მსოფლიოში (ითვლება ერთ კვადრატულ მეტრზე მიღებული ამონაგებით), Apple ცდილობს ხელიდან არ გაუშვას აგრეთვე უმსხვილეს საცალო ვაჭრობის ქსელებთან ხელშეკრულებები. რათქმაუნდა პრინციპით „მაღაზია მაღაზიაში“.

ჭორები იმის შესახებ, რომ კორპორაცია Target, რომელიც აშშ-ში მაღაზიათა ფრიად ცნობილი ქსელია, აპირებს „მაღაზია მაღაზიაში“ კონცეფციის ამუშავებას Apple-ის პროდუქტებისათვის, დიდი ხნის განმავლობაში მუსირებდნენ.

2012 წლის 12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია Target-მა დაადასტურა თავისი გეგმების შესახებ. კამპანიამ მიიღო დასახელება „the Shops at Target“, რაც პირდაპირ ითარგმნება როგორც „მაღაზია სამიზნეში“. კამპანია ასახავს Target-ის მიზანდასახულობას გარკვეული სახის პროდუქციაზე, ამ შემთხვევაში — Apple-ის პროდუქტებზე.

უფრო მეტიც, Target-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ჭირები იმის შესახებ, რომ სავაჭრო ქსელის 25 მაღაზიაში გამოჩნდება Apple-ის სპეციალური სექციები.

Related posts